გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ავტობანის ასაშენებლად 376.96-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

13-11-2018

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 11.6 კილომეტრის სიგრძის ავტობანის ასაშენებლად 376.96 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.


გზის მშენებლობა რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში,სოფელ ხევში სოფელ ჩუმათელეთში დაიწყება და სოფელ ხევში დასრულდება, სადაც ავტობანის შემდეგ მონაკვეთს შეუერთდება.


პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 36 თვეში უნდა დაასრულოს.


რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.


imedinews.ge