გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

13-11-2018

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ხელს უწყობს, რომ მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა შეიქმნას.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ, დადგენილება 2018 წლის 31 ოქტომბერს, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედა.

 

დოკუმენტის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.

 

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, დაბაში განაშენიანებული ტერიტორია შემცირდება, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი თანამედროვე მთის კურორტისთვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.

 

თავის მხრივ, დადგენილებით, გარკვეულ ვალდებულებებს იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიც. კერძოდ, მერია ვალდებულია დაადგინოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და მშენებლობის ნებართვის გაცემისას, ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით იხელმძღვანელოს.

 

"მუნიციპალიტეტისთვის ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ბაკურიანის, როგორც საერთაშორისო დონის კურორტის ჩამოყალიბებას", – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.


sknews.ge