გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბაღდათში 7 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა

13-11-2018

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, 7 სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

 

მრავალსულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა და ის მთლიანად განადგურდა.

 

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას ბაღდათის მერია გაუწევს.

 

მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, დაზარალებული ოჯახი პირადად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს როგორც ფინანსურად, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარება.

 

ამ ეტაპზე მერია დაზარალებულის ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუვნელყოფს.


pia.ge