გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით საქართველომ ყაზახეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა

6-02-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

 

კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს ორივე ქვეყნის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამებს, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, აკადემიური პერსონალის, მკვლევართა მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას,  ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა.

 

მემორანდუმის თანახმად, ორივე ქვეყანა აქტიურად ითანამშრომლებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კვლევითი ორგანიზაციების ერთობლივ მონაწილეობას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების  ჩარჩო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ  სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში.

 

დოკუმენტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით, თანამშრომლობის გაფართოებას.