გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ალექსანდრე წულაძემ საქართველოში სომხეთის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

8-02-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ საქართველოში სომხეთის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის ელჩს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და  ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაზე, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ხელშეწყობასა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული უნიკალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

 

ალექსანდრე წულაძემ ხაზი გაუსვა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის ფუნქციონირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნა ქართველოლოგიის მიმართულებით სასწავლო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და აკადემიური ცოდნის გავრცელების კუთხით მეტად მნიშვნელოვანია.

 

თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების სრული მზაობა გამოთქვა და მინისტრს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ქვეყნებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.