გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიანეთი და ახმეტა ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

14-11-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თიანეთი-ახმეტას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.


„თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. განხორციელდება წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.


სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში სრულდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.


ipn.ge