გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დეკემბერში სრულდება

14-11-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.


პროექტი ითვალისწინებს 500მ3 რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას. ასევე, გათვალისწინებულია არჯევანიძის ტერიტორიაზე ახალი რეზერვუარის მოწყობა.


ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, შემდეგი ეტაპის განხორციელება, რაც ითვალისწინებს წაღვერის გამწმენდი და სათავე ნაგებობების მშენებლობას.