გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ილონ მასკი: ვიკვლევთ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დაბალი ხელფასების პირობებში მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ

12-02-2025

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი უწყება იკვლევს ისეთ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დაბალი ხელფასების პერიოდში მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ.


„ჩვენთვის საკმაოდ უცნაურია ის, რომ ბიუროკრატიაში არსებობს ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომელთა ხელფასი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია, მაგრამ რაღაცნაირად ისინი ახერხებენ და ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალს აგროვებენ“, - თქვა მასკმა.



მან პარალელები USAID-თან გაავლო და აღნიშნა: „ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, ეს როგორ მოხდა“.


ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან.