გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე შევჩენკოს შესახებ: დღეს უკრაინა განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან

12-02-2025

რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში?“, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს განცხადებას ეხებოდა.


კახა კალაძის თქმით, ახლა უკრაინა განსაცდელშია, შევჩენკო ჭირისუფალია და ამ ეტაპზე, არ სურს პოლემიკაში შევიდეს ჭირისუფალთან და განმარტებები აკეთოს განცხადებაზე, სადაც შევჩენკო საუბრობს, რომ თბილისის მერთან ურთიერთობა აღარ აქვს.


„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.

რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველ ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.