გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ივანიშვილმა ხეების გატანა ბათუმიდანაც დაიწყო – ამჯერად მაგნოლია

7-11-2017

ბათუმში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს თხრიან.

ხეების გადატანაზე, როგორც ადგილზე გვითხრეს, თბილისური კომპანია მუშაობს: „ეს ერთი მაგნოლიას ხე გადაგვაქვს, კერძო საკუთრებიდან. ჩვენ მხოლოდ გადატანაზე ვმუშაობთ და სამუშაოები როცა დავიწყეთ, ხე უკვე შესყიდული იყო. დენდროლოგიურ პარკში გადაგვაქვს“.



 ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით კი, ამ ადგილიდან სამი ძირი ხე გააქვთ: „სამი ძირი ხე მიაქვთ. ვისაც ნაკვეთი საკუთრებაში არ ჰქონდა დარეგისტრირებული მგონი 5 000-ს უხდიან, ლარს თუ დოლარს არ ვიცი. ვისაც საკუთრებაში ჰქონდა, იმას უფრო მეტს. ადრე ეს ტერიტორია, სადაც ხეებს თხრიან, ყოფილ მეურნეობას ეკუთვნოდა.“


მაგნოლიას მრავალწლოვანი ხე გადასატანად თითქმის მზადაა. მუშების თქმით, ხეს დაახლოებით 10 დღეშში გაიტანენ.

მაგნოლიადან რამდენიმე მეტრში კი გზა სხვა სახეობის ხეებთანაც არის მიყვანილი. ხეებს გაშიშვლებული ფესვები შეხვეული აქვს.


 

მაგნოლიას მრავალწლოვანი ხე გადასატანად თითქმის მზადაა. მუშების თქმით, ხეს დაახლოებით 10 დღეშში გაიტანენ.

მაგნოლიადან რამდენიმე მეტრში კი გზა სხვა სახეობის ხეებთანაც არის მიყვანილი. ხეებს გაშიშვლებული ფესვები შეხვეული აქვს.


  ხეს ამჯერადაც ზღვით გაიტანენ, რისთვისაც პლაჟზე კეთდება დროებითი ნავმისადგომი. დროებითი გადასასვლელი ეწყობა რკინიგზაზეც.


 აჭარიდან ხეების გადატანა სოფელ შეკვეთილში, სადაც ყოფილი პრემიერი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი პარკს აშენებს, 2016 წელს დაიწყო. ეს პარკი ივანიშვილის საკუთრებაა.


წყარო: გაზეთი "ბათუმელები"