გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კაია კალასი უკრაინაზე: უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა - ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს

13-02-2025

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინას შეეხება, ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს.


„უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“, - დაწერა კალასმა.


მან აგრეთვე გააზიარა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამერიკელებთან ერთად სურთ უკრაინაზე მოლაპარაკებების წარმოება.


ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საუბრების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერება იყო.