გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქალაქ წნორში ბოდბისხევის კოლექტორი იწმინდება

25-02-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო არხებს აწესრიგებს.


შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, ქალაქ წნორში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 1000 მეტრი სიგრძის ბოდბისხევის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, 0,7 კმ-ზე მეტი უკვე გაწმენდილია.


ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 100ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მარტშიდაასრულებს.