15-11-2018
ხობში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესბანკის ფილიალში დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ჩასარიცხი აპარატი წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველებმა ჩასარიცხი აპარატი უკვე ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.