გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი ტყიბულში მეშახტეებს ხვდება

15-11-2018

რემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში მეშახტეებს ხვდება. კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.


შეხვედრაში მონაწილეობას მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი მონაწილეობენ.


საუბარი შახტებში მადნეულის მოპოვების აღდგენასა და შრომის უსაფრთხოების პირობებს შეეხება.


შეგახსენებთ, შახტებში მუშაობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 16 ივლისს შეწყდა. მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას ოთხი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა ექვსი კი, მძიმედ დაშავდა.


1tv.ge