გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

5-03-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.


მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობის მნიშვნელობას და შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის სახით სთავაზობს. ამ კონტექსტში აღინიშნა ტურიზმის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, წარმოების, ლოჯისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ინვესტირების კუთხით არსებული პოტენციალი.


მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო, მრავალმხრივ ფორმატებში.


პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შავკატ მირზიოევმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.