გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში პრიერ-მინისტრისა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა

15-11-2018

ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ისაუბრა:

 

"გახსოვთ ალბათ ივლისში როდესაც მოხდა ტრაგედია, ჩამოსული ვიყავით, ამის შემდეგ ვთქვით რომ შახტები დაიხურებოდა მანამდე ვიდრე უსაფრთხოების ნორმები ბოლომდე არ იქნებოდა დაცული, დღეს ვართ იმ ეტაპზე როცა ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა დეკემბერში დაიდება და დეკემბერში განაგრძობს შახტები მუშაობას, გარანტირებული უსაფრთხოებით. ეს საკითხი გადაწყვეტილია და შესრულდა პრემიერის დანაპირები რომ ვიდრე შახტები მუშაობას განაახლებენ, აქ დასაქმებულები იღებენ კუთვნილ ხელფასს. ამავდროულად არის მეორე საკითხიც, გრძელვადიან სტრატეგიაზე მიდის მუშაობა როგორც შახტების ასევე ქალაქის მასშტაბით.


დღეს იმიტომ ჩამოვედით აქ რომ უკვე მზად ვართ პასუხები გავცეთ ამ ადამიანებს,"-განაცხადა სუბარმა.


pia.ge