გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

11-03-2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.


შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატში.


საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა.


შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.


საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.