გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

15-11-2018

ცაგერის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლა გაიხსნა.

 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობაში ყველა მსურველს ქართული სიმღერის და გალობის სწავლა უფასოდ შეეძლება. სკოლას ამ ეტაპზე უკვე 25 მოსწავლე ჰყავს.

 

გახსნის ცერემონიალზე  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლებს მოუსმინეს. ცაგერი ერთადერთი მაღალმთიანი ქალაქია ,რომელსაც საკუთარი კაპელა ჰყავს. სალოტბარო სკოლისთვის შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოყო. ამჟამად, მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.

 

"ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი, პირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება," - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და აცხადებს რომ სტეფანწმინდაში, თიანეთსა და ვანში მსგავსი სკოლების გახსნის შესახებ მუშაობა უკვე მიმდინარეობს.