გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 1 მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

15-03-2025

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2024 წელს 17%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან განხორციელებული ჯამური ექსპორტის 26%-ს წარმოადგენს.


2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა 107 ქვეყანაში. საგარე ვაჭრობის სალდო შემცირებულია 11%-ით.


ძირითადი საექსპორტო პროდუქტები იყო: სპირტიანი სასმელები (186 მლნ აშშ დოლარი), ღვინო (276 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (163 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (139,1 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი კულტურები (106,2 მლნ აშშ დოლარი),  და სხვა.


2024 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 11%-ით (17.3 მლნ აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.


2024 წლის მონაცემებით, აგროსასურსათი პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია - რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ყირგიზეთი.