გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace-ს 660 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია Energy Transfer-ის სასარგებლოდ

22-03-2025

ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, Greenpeace-ს, 660 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ.


სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოს დამცველები Dakota Access-ის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ, დაახლოებით ათი წლის წინ გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან მომართულ ცილისწამებაში პასუხისმგებელი არიან.


ტეხასის შტატში დაფუძნებულმა Energy Transfer-მა, Greenpeace ასევე დაადანაშაულა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამოქალაქო შეთქმულებაში მილსადენის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს.


შტატის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace იდგა „არაკანონიერი და ძალადობრივი სქემის მიღმა, რათა ფინანსური ზიანი მიეყენებინა Energy Transfer-სთვის“.