გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარდაბანში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია დასრულდა

16-11-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში,   ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია  დაასრულა.

 

პროექტის ფარგლებში,  რკინაბეტონის 4 კმ  სიგრძის  ახალი არხი მოეწყო.  რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებელს და მასზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს.  დამონტაჟდა წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები.  

 

სამუშაოები, რომელიც საირიგაციო სისტემას ჩაუტარდა,  უზრუნველყოფს  სოფელ სართიჭალაში დამატებით 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას.   

 

ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში,  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად,  რეგიონში დამატებით 23 475 ჰექტარია წყალუზრუნველყოფილი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 22 520 ჰექტარ  სავარგულზე გაუმჯობესდა.