16-11-2018
“თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა შვიდი თვის განმავლობაში ინტერნეტით უფასოდ ისარგებლებს. ამის შესახებ ,”აიპრესს” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.
იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, ახმეტის მერიას შესაბამისი თხოვნით “თუშეთის განვითარების ფონდმა” ცოტა ხნის წინ მიმართა. მერის ინფორმაციით, ბიუჯეტიდან თანხა 2000 ლარის ოდენობით უკვე გამოყოფილია.
“თუშეთის განვითარების ფონდმა” მოგვართა თხოვნით, უსახსრობის გამო თუშეთის მოსახლეობის ინტერნეტით სარგებლობის საფასური დაგვეფარა იმ პერიოდის განმავლობაში, რა დროსაც თუშეთთან კავშირი წყდება და გზა იკეტება. საუბარია ოქტომბრიდან მაისის თვემდე პერიოდში. მერიამ ამაზე თანხმობა განაცხადა და პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილია 2000 ლარი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეულ უფასო ფრენებს ასრულება ვერტმფრენი და მოსახლეობას საშუალება აქვს უფასო გადაადგილების, პროდუქტების მომარაგების და ა. შ.” – განუცხადა “აიპრესს” იოსებ ქარუმაშვილმა.
ცნობისთვის, თუშეთში მუდმივად 30-მდე ადამიანი ცხოვრობს.