16-11-2018
“დავიცვათ ჩვენი ჯარისკაცები, ისინი ჩვენს ქვეყანას იცავენ” “ჩვენ ვევრძვით უსამართლობას”- ამ შინაარსის ლოზუნგებით ფოთში, ადმინისტრატიული შენობის წინ აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეებმა “აიპრესთან” განაცხადეს, ისინი რიგითი მოქალაქეები არიან და არცერთ პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ გაერთიანებას არ წარმოადგენენ.
“არავის არ მივცემთ ნებას , რომ შეურაცხყონ სამხედრო ძალები, არცერთ პოლიტიკოსს არა აქვს უფლება ჯარისკაცები აუგად მოიხსენიოს, ისინი ჩვენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ. სოლიდარობას ვუცხადებთ დავით სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშილს“-განაცხადა რომან გოცირიძემ.