გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპის სოფელ ზემო ჩოჩეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

4-04-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ჩოჩეთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს რეზერვუარის,  დრენაჟის, საქლორატოროს,  სათავიდან რეზერვუარამდე მაგისტრალური მილსადენების,   რეზერვუარიდან ქსელამდე მაგისტრალური მილსადენების და  სათავე ნაგებობაზე სანიტარიული დაცვის ღობის მოწყობას.


პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და  შპს ნდს მშენებლობა“ ახორციელებს.


პროექტის დასრულება უზრუნველყოფს ადგილობრივების   სასმელი წყლის მიწოდების და სოციალური პირობების გაუმჯობესებას - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.