გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

78 მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი განათლების პროგრამებისთვის - ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი

7-11-2017

78 მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი კი განათლების პროგრამებისთვის - ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
ბათუმის ბიუჯეტი 2018 წელს 146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 55 % ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. განათლების მიმართულებით 14 მილიონ 217 ათასი დაიხარჯება, კულტურული პროექტებისთვის მერია 3 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამდენივე, 13 მილიონი, დაიხარჯება სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა,ხვალ, 8 ნოემერს დაიწყება და სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. ბათუმელებს საშუალება აქვთ "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", რომელიც ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარეობს, დაესწრონ განხილვას. შეხვედრა 1 საათზე დაიწყება.
საჯარო განხილვების შემდეგ, 15 ნოემბერს, ბიუჯეტი საკრებულოში შევა და შენიშვნებით ბათუმის მერიას დაუბრუნდება.
შესწორებული ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად 10 დეკემბერს გადაეცემა და დეკემბრის ბოლომდე ფინანსურ დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს.


წყარო: აჭარის ტელევიზია