„ჯიპის“ შესყიდვისთვის ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 11 დეკემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 16 დეკემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს, 16:30 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს 2012 წლის შემდეგ გამოშვებული, მარცხენასაჭიანი, რუხი ან ვერცხლისფერი, ალუმინის დისკებით, კარგ მდგომარეობაში მყოფი.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებს დღეისათვის 6 ავტომანქანაემსახურება: „მიცუბიში პაჯერო“ (გამოშვებული 2003 წელს), „მერსედესი E 320“ (2000 წ.), „ოპელ-ომეგა“ (1994 წ.), „ოპელ-ვექტრა“ (1996 წ.), „ვაზ-2106“ (2001 წ.) და „ნივა ვაზ 21214“ (2005 წ.).
დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წლის 12 ნოემბერს შეუდგა. 2014 წლის ივნისიდან, მას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი იყო „პროკრედიტ ბანკის“ წნორის ფილიალის მმართველი. ნიკოლოზ ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მეგობარია.
წყარო: reginfo