სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გიორგი ქობულია აბაშაში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

18-11-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრო გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდა.


მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ აბაშის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარი ოთარ დანელია და აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო სექტორის მართვაში გადასვლის პროცედურის გამარტივებაზე, საბანკო დაკრედიტების სიძვირესა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. აღინიშნა, რომ აბაშაში, რომლის ეკონომიკაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სექტორზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმუშავებელი მიწების კერძო სექტორისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.


შეხვედრაზე აბაშელმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან აბაშის სოფლის მეურნეობის სექტორში მეტი ინვესტიცია განახორციელონ, თუკი მათ სახელმწიფო მიწებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.


„ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიწების ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.