გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

თეთრიწყაროში აზიური ფაროსანას გავრცელება არ ფიქსირდება

19-11-2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში სასოფლო-სამურნეო საქმიანობის ძირითადი მიმართულება მევენახეობაა. ადგილობრივებს ხილის და ბოსტნეულის მცირე ბაღებიც აქვთ გაშენებული.

 

მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი მოსავალი დაზიანდა, ამის მიზეზად კი აზიურ ფაროანას ასახელებენ. ამავე სოფლის მცხოვრები გვიყვება, რომ მათთან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული მწერი, აღმოჩნდა რომ ეს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა იყო და არა აზიური მავნებელი.

 

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელში აზიური ფაროსანა ნაკლებად არის გავრცელებული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია განახორციელეს და ადგილობრივებს მანვნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს.


sknews.ge