გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა

19-11-2018

მიმდინარე წელს, ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორნებსა და სასტუმროებში სტუმრებისთვის 7 940 ლარი გადაირიცხა.

 

2018 წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, 5 140 ლარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის ექიმებისა და ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებისთვის გაიწერა. აქედან თანხის ნაწილი კლინიკის ექიმებისთვის სასტუმროს მომსახურეობაში, ნაწილი კი სტუდენტებისთვის ვახშმისთვის გამოიყო.

 

მიმდინარე წელს, 2 000 ლარი დაიხარჯა საქართველოში სომხეთის ელჩისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტისას.

 

ასევე, წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, 800 ლარი გაიწერა ახალქალაქში უკრაინის ანსამბლ „კვიტი უკრაინის“ სტუმრების ვახშმისთვის.

 

გასულ, 2017 წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გაწერილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო. შარშან მერიამ აღნიშნული მუხლიდან 430 ლარი გამოყო.


sknews.ge