გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჩოხატაურში, სკოლის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე "სელფის" გადაღების დროს გადმოვარდა

19-11-2018

ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე ჩამოვარდა. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, რომელსაც კვლევები უტარდება.


როგორც ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


„ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი და ორგანული დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა. ზუსტი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც ბავშვები ამბობენ, გოგონა ე.წ სელფს იღებდა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს შორენა სიხარულიძე.


შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. „თავად გოგონას განცხადებით, ის ფანჯრიდან „სელფის“ გადაღების დროს გადმოვარდა“, – აცხადებენ უწყებაში.


1tv.ge