გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2,2 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

22-05-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და  შემკრები ქსელის გაწმენდით  სამუშაოებს ახორციელებს. 


არხის გამტარუნარიანობის გაზრდის შედეგად, მუნიციპალიტეტში  15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 


სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივნისში დაასრულებს.  


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  დრენირებულია  2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.