გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ბრალდებულმა ნაცნობი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა“ - ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

25-05-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ.დ. განზრახ
მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.


პოლიციამ რ.დ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.