გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დავით სონღულაშვილი ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

9-06-2025

დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს.

კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს: ფინეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრს სარი მულთალას, ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს იოჰან პოლ იოჰანსონს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს კუ დონჟუს, პარიზის მერს ანნ იდალგოს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ბრუნო ფუქსის შეხვდა.


კონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის და საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები.


ქალაქ ნიცაში, გაეროს მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“, მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი მონაწილეობს.