გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

9-06-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიიდან მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. 10 კაციანი ჯგუფისთვის საინფორმაციო ტური იტალიაში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა. 


იტალიელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, წინანდალს, ალავერდს, ნაფარეულს, ბოლნისს, მცხეთასა და უფლისციხეს ესტუმრნენ. მედია ტურის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კულტურულ ძეგლებს, ტურისტულად საინტერესო ადგილებსა და სასტუმროებს. მედიისა წარმომადგენლები ქართული სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა და ბუნების შესახებ  დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. სოციალური ქსელებით კი  გამოქვეყნდება  სტატიები და ბლოგები, სადაც იტალიელი მოგზაურები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.