გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებს

9-06-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიცაში გამართული გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრ ამნა ბინტ აბდულა ალ დაჰაკს შეხვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზებზე, გარემოსდაცვით საკითხებზე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ტექნოლოგიების განვითარებასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას.


დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას.


მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, გააგრძელონ მჭიდრო დიალოგი და თანამშრომლობა რეგიონული და გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად; ასევე, კიდევ უფრო გააღრმაონ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საქმიანი ურთიერთობები კონკრეტული პროექტების დონეზე.


შეხვედრას, მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.