გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„საქართველოს მელიორაციაში“ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს

14-06-2025

შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგის და წყლის სპეციალობა,  სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.


1 თვის განმავლობაში, სტუდენტები კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.


სტაჟირება შპს „საქართველოს მელიორაციასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.


კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს მელიორაციის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგნელები ესწრებოდნენ, სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ.