გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს შეხვდა

17-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (JGCCI) პრეზიდენტს, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის, მათ შორის, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.


„ყოველთვის სასიამოვნოა ჩვენი ქვეყნის ძველ და კარგ მეგობართან შეხვედრა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ელჩის პოზიციაზე მუშაობის დროს იაპონიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვისთვის. ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა და, ვფიქრობ, კვლავ გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (JGCCI) ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, რაც გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას, მხარეებს შორის ცოდნის გაზიარებას და ბაზარზე წვდომის გამარტივებას.


„საქართველოსთან მრავალი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. მახსოვს გულწრფელი მეგობრობა და თბილი ურთიერთობები. შესაბამისად, იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მსურს იყოს ერთგვარი ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური დაახლოების პროცესს“, - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.