კვირა, აპრილი 06, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკებმა საწვავში ბიუჯეტიდან 120 200 ლარი დახარჯეს

11-12-2017

გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამსახურებრივი ავტომანქანების გადაადგილებაზე 2 წელიწადში ბიუჯეტიდან 120 200 ლარი დაიხარჯა: 2015 წელს - 65 900 ლარი, 2016 წელს კი 54 300 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის მასალებში მითითებულია, რომ გურჯაანის გამგეობისა და საკრებულოს ბალანსზე ირიცხება 9 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანა, თუმცა საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებული იყო არაუმეტეს 7 ავტომანქანა. 

იმავე დასკვნის თანახმად, თანამდებობის პირებისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტები არასწორად განისაზღვრებოდა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებით. კანონმდებლობის შესაბამისად, ლიმიტების დადგენა მხოლოდ საკრებულოს ნორმატიული აქტით - დადგენილებით უნდა მომხდარიყო. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების ავტომანქანებით მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 992 932 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, საწვავის შესაძენად - 1 506 929 ლარი, ხოლო ავტომანქანების შეკეთებისთვის - 486 003 ლარი.

წყარო: reginfo.ge