გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: გუშინ, პიკზე გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკოა

30-06-2025

გუშინ გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება.


„გუშინ გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო, მეტი არ იყო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ იყო პიკზე 2000 ქართველი ხალხი გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება. არის მეორე მხარე, საზოგადოების ინტერესები, საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა იკეტება ხოლმე ქუჩა, ამას სჭირდება ბუნებრივია ჯარიმები, ამას სჭირდება შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.