გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში შეხვდა

10-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს.


ყურადღება გამახვილდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები და სხვ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ეკონომიკურ ინიციატივებში.


შეხვედრაზე მინისტრმა სომხეთის დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც წელს მეხუთედ გაიმართება.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.