გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა

15-07-2025

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა. გიგა ძნელაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.


გიგა ძნელაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2007 წელს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად დაიწყო; იყო სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი; თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე; გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ახალ მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის გეგმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.