16-07-2025
კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თვალადში საჯარო სკოლასთან მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაო დაიწყო.
1 507 გრძივ მეტრ გზაზე სამშენებლო კომპანია ამჟამად მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რომლის დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტ/ბეტონის საფარი.
პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 546 675 ლარია.
პროექტის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ასფალტირებული გზა უზრუნველყოფს ახლად აშენებული საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის აღსაზრდელების და პედაგოგების, ასევე ომარ კელაპტრიშვილის სახლ - მუზეუმის ვიზიტორებისა და რა თქმა უნდა ადგილობრივების უპრობლემო გადაადგილებას - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.