გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

18-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.


მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, შედგა მსჯელობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.


ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას თურქ ინვესტორებთან მწვანე ენერგიის სფეროში - მხოლოდ გასული 5 წლის განმავლობაში, თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.


„დავსახეთ ახალი გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ საერთო გეგმა-გრაფიკით არსებული ელექტროგადამცემი ხაზები იმისთვის, რომ გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გამტარობა. ეს, რა თქმა უნდა, გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობას და საქართველო გააუმჯობესებს როგორც ტრანზიტის, ისე ექსპორტის მაჩვენებლებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.


თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ასევე თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლებმა.