გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო თანდილაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები გააცნო

21-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინა.


„ბიზნესსექტორს წარვუდგინეთ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შეტანილი ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი სანებართვო პროცესი იყოს მაქსიმალურად მოქნილი, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ხელი შეეწყოს ქვეყანაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საინვესტიციო პროექტების განვითარებას, ასევე დაცული იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტები. ცვლილებები ბიზნესის მხრიდან დადებითად შეფასდა.


ასევე, მნიშვნელოვანია, არ გავცდეთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც ევროპული დირექტივები და ასოცირების შეთანხმება გვიდგენს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ 2018 წლიდან ამოქმედდა და ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო აქტი იყო, რომელმაც ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული შეფასების დირექტივებს სრულად დაუახლოვა.