გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება

22-07-2025

პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.


„პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და როგორც უცხოურ წყაროებში აღინიშნა, იყო საწინააღმდეგო მოსაზრებები ქართველი ხალხის დასჯასთან დაკავშირებით. მადლობა თითეულ ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ. ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა დღეს საკავშირო ხელისუფლება, ევროკავშირის ხელისუფლებას ვგლისხმობ. დაახლოებით ისეთი ვითარებაა, როგორშიც იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება 90-იანი წლების დასაწყისში. მართლა არავითარი განსხვავება არ არის, განსაკუთრებით არაპროგნოზირებადობის კუთხით. მგონია, რომ მაინც პრაგმატულ ნაბიჯს გადადგამენ. პრაგმატული კუთხითაც რომ შევხედოთ, ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, არ ვიცით, თუმცა ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ვერც ასე და ვერც ისე ვერავინ მოატყუებს და უსამართლობაზე ქართველ ხალხს ექნება ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ჰქონდა გასული წლის 26 ოქტომბერს, როდედსაც მოსახლეობა დაირაზმა, უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭირა მშვიდობის კურსს და უარი უთხრა იმ სამარცხვინო ორმაგ სტანდარტებს, რომელსაც თავს გვახვევდა ევროპული ბიუროკრატია", - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ვიზის რიგში არჩადგომა არის უმაღლესი ღირებულება და პრიორიტეტი, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სხვა პრიორიტეტები.


„მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რეალურად რა არის ეროვნული პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება, ღირებულებების შეარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, თუ ვინმესთვის არის უმაღლესი პრიორიტეტი ვიზის რიგში არჩადგომა, რა თქმა უნდა, გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მოსახლეობის უმრავლესობა. პირიქით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დადგება სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს.


ეს რომ იყოს ხალხის მოტყუების პირველი მცდელობა, კიდევ შეიძლება მეტი რისკი ყოფილიყო, მაგრამ უკვე იმდენჯერ სცადეს სამარცხვინო ორმაგი სტანდარტებით და მანიპულაციებით ქართველი ხალხის მოტყუება 4 წლის განმავლობაში მანიპულაციებით, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მოლაპარაკებების არგახსნა, მანამდე დაახლოებით 70 მილიონი ევროს სესხის არგამოყოფა, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით დაიწყეს და ასეთივე სამარცხვინო სპეკულაციებით გააგრძელეს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ გამოგვიყვეს 70 მილიონი ევროს სესხი, მანამდე უარი ვთქვით და ვერც მოასწრეს, ესეც ვერ დაალაგეს, მერე იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, მოლაპარაკებების არგახსნა, შუაში „გამჭვირვალობის კანონის" რუსულ კანონად შერაცხვა და ა.შ. ასეთი მარტივი მანიპულაციებით ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, გავიდეს ფონს, მოატყუოს ქართველი ხალხი. იმდენად გაცვდა ეს ტყუილები, რომ აქ ვიზალიბერალიზაციის თემამაც კი ამოწურა თავისი თავი, როგორც ხალხის დაშანტაჟების ინსტრუმენტმა. ამიტომ, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს სრულიად არაპრაგმატულ, მათთვის კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს, დანარჩენი ვნახოთ. რეალურად, ასეც და ისეც მანიპულაცია ვერ იქნება ვერავითარ შედეგზე გათვლადი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.