გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას

22-07-2025

გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოს და მოლდოვას.

„ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართველი ხალხის მიმართ. ხშირად ვადარებთ მოლდოვას ჩვენს ქვეყანას. კორუფცია ყვავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტეა ინსტიტუტების, დსთ-ს წევრია და ა.შ. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად. იქ პარტიებს კრძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, აქებენ პირიქით, ამისათვის. პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს.


საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება. აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოს და მოლდოვას. სად ჩანს კიდევ ერთი უსამართლობა განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მიმართ - მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45% იყო მომხრე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შემცირდა ნდობა, სამწუხაროდ, არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის, როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა ჯერ კიდევ არის 50%. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა გამოაცხადა მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.