გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და გუნდი მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს

22-07-2025

დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და გუნდი მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ ამ სიტუაციაში მანიპულაციებს ვერ ექნება ვარავითარი ეფექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავის დროზე გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დროის მოგება.


„პარლამენტში მოგვიწია აგენტურის შეყვანა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობასც კი იკავებდა თავის დროზე უცხოელი აგენტი, თუმცა გუნდი გაიწმინდა. გახარიას ისტორია მონაყოლი მაქვს არაერთხელ. პირდაპირ ზარი გაისმა სწორედ „დიფ სთეითიდან", როდესაც მან შეინარჩუნა შსს-ს ხელმძღვანელის თანამდებობა და შემდეგ სწორედ ამ ზარის გათვალისწინებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ასევე 2016 წელს 10-ზე მეტი აგენტი მოხვდა საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების" სიიდან და 2019 წელს პრინციპში თავად გაგვიწმინდა საკუთარი გუნდი. გახარიას შემთხვევაშიც იგივე მოხდა, რეალურად საბოლოო ჯამში „დიფ სთეითმა" გადააყენა გახარია თანამდებობიდან, რომ არ გადაეყენებინა, შესაძლოა, მათთვის უფრო მომგებიანად წარმართულიყო სცენარი. თუმცა ჩათვალეს, რომ მაშინ პოპულარული იყო გახარია და მისი გადადგომით სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. 2019 წელსაც ეგონათ, რომ პარლამენტიდან როცა გაიყვანეს აგენტურა, ჩამოიქცეოდა „ქართული ოცნების" გუნდი, ვერ გათვალეს ვერც იმ შემთხვევაში, ვერც ამ შემთხვევაში. დღეს მთლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და გუნდი მთლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ ამ სიტუაციაში მანიპულაციებს ვერ ექნება ვარავითარი ეფექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.