გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე - უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

22-07-2025

როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი", იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პირი თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით.


„როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი - ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი", იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით. თქვენ რომ გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.


განსაკუთრებით ბოლო ბრალდება ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ზის იგივე კორუფციულ წყაროზე, რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია - ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები", - განაცხადა პრემიერმა.