21-11-2018
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბოლო წლების განმავლობაში ჩხოროწყუში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მნიშვნელოვანი პროექტები ჩხოროწყუში 2013-2018 წლები:
• რეაბილიტირდა 15 სკოლა
• უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 20 სკოლის 1736 მოსწავლე
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
• აშენდა 7 და რეაბილიტირდა 12 საბავშვო ბაღი
• რეაბილიტირდა 50 კმ გზა
• აშენდა და რეაბილიტირდა 12 ხიდი
• განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი
• დაფინანსდა თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 59 პროექტი
• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 144-მა პირმა
• შეიქმნა 12 კოოპერატივი
• დაფინანსდა ხეხილის ბაღის გაშენება
• აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 404-მა პირმა, დაზღვეულ იქნა 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების მოსავალი
• დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 42 ჰა ფართობზე
• პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 12 სოფელში 800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია
• უძველესი ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენის მიზნით აღდგა მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა
• გაიხსნა საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ლესიჭინეში
• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
• შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
• 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
• ახუთის თემში აშენდა ამბულატორია
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 204-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 524 400 ლარი
• სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 25 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ )
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 52 დევნილ ოჯახს
• 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
• გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ლესიჭინეში
• ჩხოროწყუში გაიხსნა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი
• მოეწყო და რეაბილიტირდა მინი საფეხბურთო მოედნები
• რეაბილიტირდა ცენტრალური სტადიონი
• რესტავრირდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ თაიაში და მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია სოფელ ჭოღაში