გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს

22-07-2025

გახარიას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი.


„კონკრეტულ საქმეებზე პატიმრობას სჭირდება არა ერთი და ორი თვე - მეტი. არ ვიცი ამ კაცს რა შიშები აქვს, ფაქტია, რომ გაქცეულია. როგორც იურისტი, ვამბობ ამას - მას ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე, არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მერე როგორ წავა ეს საქმე, ამას მე ვერ ვიტყვი. ეს არის პროკურატურის და შემდეგ, სასამართლოს გადასაწყვეტი. მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი, მაგრამ მას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა. თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას ქვეყნიდან არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენებს - არის მკაფიო განცხადება გაკეთებული - როგორც კი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მიმართავენ განცხადებით პრეზიდენტს, მაშინვე ყველა იქნება შეწყალებული", - განაცხადა პრემიერმა.